სერხიო რამოსს 4-12 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

თარიღი: ოქტომბერი 1, 2019

მადრიდის “რეალის” მცველ სერხიო რამოსს ლა ლიგის ხელმძღვანელთა ორგანომ, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს. ამ ინფორმაციას Diario Sport ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, სერხიო რამოსმა “ატლეტიკოსთან” ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის მიმდინარეობისას დამხმარე მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა დისციპლინარულ კომიტეტს საქმის გამოძიება ჯერ არ დაუწყია.

რეგლამენტის თანახმად, გამოძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ “ატლეტიკო” სარჩელს შეიტანს “რეალის” კაპიტნის წინააღმდეგ და ეს ფაქტი დადასტურდება.

ამ შემთხვევაში სპეციალური კომიტეტი გამოიტანს დასკვნას, თუ როგორ დაისჯება რამოსი – წესების თანახმად საქმე 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ეხება.

ასე რომ, დიდია შანსი, რომ რამოსმა “ბარსელონასთან”, ლა ლიგის მეათე ტურში გასამართი მატჩი გამოტოვოს.

მსგავსი სიახლეები