სერხიო რამოსს ოქროს ბურთის მოგება სურს

თარიღი: მაისი 31, 2014

“რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” მოგება სურს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ “რეალის” წარმატებაში დიდი წვლილი ყველა მოთამაშეს მიუძღვის.

“შესანიშნავი წელი იყო, როგორც პირად, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. იმედი მაქვს, მუნდიალზეც ყველაფერი ასე გაგრძელდება. ესპანეთის ნაკრებმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მოგება მინდა, თუმცა ამაზე ბევრი არ მიფიქრია. ინდივიდუალური ტიტულები გუნდის ყველა მოთამაშის კარგი ასპარეზობით მოდის. “რეალის” დესიმა მთელი გუნდის დამსახურება იყო” – განაცხადა რამოსმა.

მსგავსი სიახლეები