სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში – მესამე სემინარი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთში ჩართული პირებისათვის საგანმანათლებლო პროგრამას „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ატარებს.
სფმ-ზე სწავლება შერეული პრინციპით ხორციელდება: პროგრამა, ცხრა მოდულისაგან შედგება, 4 ეტაპადაა დაყოფილი და როგორც ტრადიციულ, ისე დისტანციურ სწავლების მეთოდებს მოიცავს.
მაისში კურსის მონაწილეებმა კურსის მესამე ეტაპი გაიარეს და ფინანსური მართვის, სახელმწიფო შესყიდვებისა და მარკეტინგის ლექცია-სემინარი მოისმინეს. სტუდენტებმა ინტერაქტიული ლექციების დასრულების შემდეგ ჯგუფურ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. სამდღიანი სემინარის ფარგლებში მოწვეულმა ლექტორებმა პროგრამის მონაწილეებთან შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს. მოდული მარკეტინგის სემინარით დასრულდა, რომელიც სპორტში მარკეტინგის როლს, ბრენდისა და მარკეტინგული კომუნიკაციის თემებს შეეხებოდა და ფეხბურთის, როგორც პროდუქტის წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
მონაწილეები ამჟამად სწავლებას დისტანციური მეთოდით, სპეციალურად პროგრამისათვის შექმნილ ონლაინ-ფორუმზე აგრძელებენ. მეორე სემინარი, რომელიც მარტში ჩატარდა, სტრატეგიული მართვის, ორგანიზაციული მართვისა და ადამიანური რესურსების საკითხებს მოიცავდა.
მონაწილეები ტრადიციული მეთოდით სწავლებას ივნისში განაახლებენ. ზაფხულის თვის მოდული საზოგადოებასთან ურთიერთობის, ღონისძიებების მართვის, სტადიონებისა და უსაფრთხოების თემებს მოიცავს.
Gff.ge