სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა

თარიღი: ოქტომბერი 21, 2020

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ბავარიული კლუბი ავრცელებს.

25 წლის ფეხბურთელი ხვალ, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

გნაბრიმ, მიმდინარე სეზონში, “ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები