სერჟ გნაბრის პოსტი სოციალურ ქსელში “ტოტენჰემთან” ბრწყინვალე მატჩის შემდეგ

თარიღი: ოქტომბერი 2, 2019

1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიუნხენის “ბაიერნმა” სტუმრად “ტოტენჰემი” 7:2 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ბავარიელთა შემტევმა სერჟ გნაბრიმ, რომელმაც ოთხი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

როგორც იცით, გნაბრიმ პროფესიონალური კარიერა ლონდონის “არსენალში” დაიწყო. მან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც მისი ყოფილი კლუბის ფანების გული კიდევ ერთხელ მოიგო.

“ჩრდილოეთ ლონდონი წითელია!!!”, – წერს 24 წლის ფეხბურთელი Twitter-ში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ლონდონში ერთმანეთის მეტოქეები სწორედ “ტოტენჰემი” და “არსენალი” არიან.

მსგავსი სიახლეები