სესკ ფაბრეგასი: “ბებიაჩემი გმირია, მან კორონავირუსი 95 წლის ასაკში დაამარცხა”
“მონაკოს” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის 95 წლის ბებიამ კორონავირუსი დაამარცხა. ესპანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ფაბრეგამს მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომელთა მნიშვნელობასაც მან ხაზი გაუსვა.
“მან 95 წლის ასაკში კორონავირუსი დაამარცხა. გუშინ, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ბებიაჩემი გმირია, თუმცა ამ შედეგს ექიმების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდით. ისინი სიცოცხლეს სწირავენ იმისათვის, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ”, – წერს ფაბრეგასი.
Ha superado el coronavirus con 95 años. ¡Ayer el test salió negativo! Mi bisabuela es una superherína, pero nada de esto sería posible sin la ayuda de todxs lxs enfermerxs y doctorxs que se están dejando la vida en cada instante para que todos/as podamos estar mejor y pic.twitter.com/vjoZMOhd3X
— Cesc Fàbregas Soler (@cesc4official) April 29, 2020