სეტიენი “კლასიკოზე”: “ჯერჯერობით ეს მარცხი დიდ არაფერს ნიშნავს”
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ. მეტოქემ კი მეორე ტაიმში გვაჯობა. მეორე ნახევრის პირველი ნაწილიც კარგი იყო, მაგრამ არასწორმა გადაცემების ხარჯზე ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. “რეალს” ეს გამარჯვება უნდა მივულოცოთ.
ზოგჯერ ნორმალურია, როდესაც აგებ მატჩს, რომლის მოსაგებადაც ყველაფერს აკეთებ. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო. მათ პატივი უნდა ვცეთ.
მესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები. დღეს მოვლენები ისე წარიმართა, რომ მესიმ ვერ შეძლო მარტო მოგება.
ჯერჯერობით ეს მარცხი დიდ არაფერს ნიშნავს. “რეალი” ერთი ქულით გვისწრებს და სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერი შეიძლებამოხდეს,” – აცხადებს სეტიენი.