„სევილიამ“ მადრიდში მოიგო (ვიდეო)
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში „რაიო ვალეკანომ“ „სევილია“ მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხადა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-7 წუთზე ბაკამ გაიტანა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, პორივე გუნდს გოლების გასატანად საკმარისი მომენტები ჰქონდა, თუმცა მათი გამოყენება მათ ვეღარ შეძლეს. მატჩის ბოლოს სტუმრები უმცირესობაშ დარჩნენ – 87-ე წუთზე დანიელ კარისუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
ამ გამარჯვებით „სევილიამ“ 29 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დარჩა, ხოლო „რაიო“ 17 წულით მეათეა.
„რაიო ვალეკანო“ – „სევილია“ 0:1
გოლი: ბაკა 7′
„რაიო“: ალვარესი, კინი, ამაია, ბა (ხოზაბედი 61′), ინსუა, ბაენა (მანუჩო 60′), ტრასორასი, აკინო (ალექს მორენო 81′), ბუენო, კაკუტა, ლეო ბაპტისტაო
„სევილია“: ბეტუ, კოკე, პარეხა, კარისუ, ფიგუეირაში, კრიხოვიაკი (არიბასი 72′), მბია, რეიესი (ვიდალი 62′), ბანეგა, ვიტოლო, ბაკა (გამეირო 82′)
გაფრთხილებები: ბა, ბაენა, ტრასორასი – ვიტოლო, კრიხოვიაკი, პარეხა, ბაკა, ბეტუ
გაძევება: კარისუ 87′