“სევილიამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო (ვიდეო)
“სევილიამ” უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნატედის” ბარიერის დაძლევა შეძლო. “წითელმა ეშმაკებმა” ორივე შეხვედრაში ზედმეტად ფრთხილი თამაში აჩვენეს, რაც საბოლოო ჯამში, არასწორი სტრატეგია აღმოჩნდა. ანდალუსიურმა გუნდმა “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “სევილიას” თავდამსხმელი ვისამ ბენ ედერი მოედანზე შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა და ორ წუთში გაიტანა კიდეც, 76-ე წუთზე კი დუბლიც გაიფორმა. დარჩენილ დროში ინგლისელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: 84-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ “წითელ ეშმაკებს” მცირე იმედი დაუბრუნა, თუმცა იმედი იმედად დარჩა და გუნდი ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ამრიგად, “სევილია” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე 1957-1958 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. ვინჩენცო მონტელას გუნდი მომავალი მეტოქის ვინაობას 16 მარტს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (განმეორებითი მატჩი)
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “სევილია” 1:2 (ორი მატჩის ჯამში 1:2)
გოლები: ლუკაკუ 84′ — ბენ ედერი 74′, 76′.