“სეზონი შესაძლოა ვერ ჩავამთავროთ, მაგრამ სკუდეტოს მფლობელი აუცილებლად გამოვლინდება”

თარიღი: მარტი 28, 2020

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა იმედს გამოთქვამს, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ჩამთავრება მოხერხდება.

“პრიორიტეტული გეგმა გვაქვს: გვინდა, რომ ეს სეზონი 30 ივნისამდე დავასრულოთ, თუმცა ფიფასთან კომუნიკაცია გავიარეთ და შესაძლოა, ამ თარიღმა გადაიწიოს.

თუ ჩემპიონატს ვერ ჩავამთავრებთ, გათამაშების გამარჯვებული მაინც გამოვლინდება. შედეგები არავითარ შემთხვევაში არ გაუქმდება. უკიდურეს შემთხვევაში, სკუდეტოს ბედს ფედერალური საბჭო გადაწყვეტს”, – ციტირებს გრავინას კომენტარს “სკაი იტალია”.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გათამაშების სატურნირო ცხრილს ტურინის “იუვენტუსი” ლიდერობს, რომელსაც რომის “ლაციო” ერთი, ხოლო მილანის “ინტერი” ცხრა ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები