სეზონის ერთადერთი ტრანსფერი – გორის “დილას” ფეხბურთელში ფული გადაუხადეს
ეროვნული ლიგის ახალი სეზონში უამრავ ტრანსფერი განხორციელდა, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი საზღვარგარეთაც წავიდა, თუმცა გერმანული გამოცემა Transfermarkt-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1 მოთამაშის სანაცვლოდ გადაიხადეს თანხა.
სამხრეთ კორეულმა “ანიანგმა” გორის “დილას” უკრაინელ თავდამსხმელში, მიკოლა კოვტალიუკში 50 ათასი დოლარი გადაუხადა. კოვტალიუკის გამოსასყიდი თანხა 100 ათასი დოლარი გახლდათ, თუმცა გარკვეული შეთანხმების შედეგად, მიკოლა ნახევარ ფასად გაიყიდა.
საინტერესოა, რომ “დილასა” და თავდამსხმელს შორის კონფლიქტია და ორივე მხარე ერთმანეთისგან ფულის გადახდას ითხოვს. კოვტალიუკი ხელფასს, “დილა” კი ჯარიმის ფულს ახსენებს.
უკრაინელი საქართველოში ფოთის “კოლხეთში” და თბილისის “დინამოში” თამაშობდა. გასულ სეზონში “დილას” შემადგენლობაში 21 გოლი გაიტანა და 1 გოლით ჩამორჩა ბომბარდირებს. სამხრეთ კორეაში ის მე-2 ლიგაში იასპარეზებს.