სეზონის გამორჩეული ვარდისფერი, ოქროსი და დახეული ბუცები
გთავაზობთ 2017/18 წლების სეზონის გამორჩეულ ბუცებს, რომლებითაც თავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა, ან კიდეც მესამე დივიზიონის არბიტრმა დაგვამახსოვრა.
სერხიო აგუეროს ოქროს ბუცები
პირველ ნოემბერს, “ნაპოლის” კარში გატანილი გოლი “მანჩესტერ სიტის” რიგებში გატანილი რიგით 178-ე იყო სერხიო აგუეროსთვის, რითიც მან ერიკ ბრუკს გადაასწრო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ განსაკუთრებული მიღწევისთვის ის Puma-მ დააჯილდოვა და სპეციალურად მისთვის One 17.1 შექმნა.
ანიმეს მოყვარული ბაქარი საკოს ბუცები
ფრანგმა დიზაინერმა პიერ ნავარომ Nike Mercurial Superfly V სპეციალურად “კრისტალ პალასის” რიგებში მოთამაშე ბაქარი საკოსთვის გადააკეთა და მასზე იაპონური ანიმე-სერიალის, Dragon Ball Z-ს მთავარი გმირი გამოსახა. აღსანიშნავია ისიც, რომ საკოს კოლექციაში კიდევ მრავალი მსგავსი ბუცი შედის.
მატს ჰუმელსის გახვრეტილი ბუცები
მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მცველი, მატს ჰუმელსი დორტმუნდის “ბორუსიასთან” ადიდასის Ace 17.1-ით გამოვიდა, რომელიც საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფრანჩესკოს ამოჭმული ბუცები
“სპალის” მცველისთვის, ფრანჩესკო ვიკარისთვის დახეული ბუცების ტარება უკვე ჩვეულებად იქცა. შარშან მას მხოლოდ მარჯვენა ფეხზე ჰქონდა ამოჭმული ბუცები, წელს კი მისი სტილი უფრო დაიხვეწა.
უეინ რუნის აბსოლუტურად შავი ბუცები
ოქტომბრის მატჩში უეინ რუნიმ სწორედ Nike Total 90-ის დახმარებით შეძლო “ბრაიტონის” კარში პენალტის გატანა, რითიც “ევერტონი” მარცხისგან იხსნა.
პეპის ბუცები კრუიფის ავტოგრაფებით
პეპ გვარდიოლა არასოდეს უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მის მწვრთნელად ჩამოყალიბებაში იოჰან კრუიფს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ესპანელი სპეციალისტის ბუცებზე სწორედ ამ დიდი ადამიანის ხელმოწერაა დატანილი.