სეზონის ფინიშის სწორზე

თარიღი: მაისი 17, 2014

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დასასრულს მიახლოვებული ქვეყნის პირველობის ბოლო მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 17 მაისს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლებენ.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 28 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 33:11.

უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელებს შორის 17 მაისს გასამართი დაპირისპირება, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის დასრულების შემდეგ დაგეგმილია გუნდების შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვება. ხვალინდელი შეხვედრის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“კრის, არ დანებდე, მიყვარხარ!” – სონმა გატანილი გოლი ერიქსენს მიუძღვნა (

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კორეასა და ლიბანს შორის მიმდინარე მატჩის 66-ე წუთზე ჰეუნ-მინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ ჰიულმანდი: “ფეხბურთელები უკვე ძალაგამოცილები იყვნენ”

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა ფინეთთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. 49 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ბუფონი “პარმაში” დაბრუნდეს

შესაძლოა, ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ 43 წლის კიპერს ტურინის “იუვენტუსთან” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის მატჩი დღეს ჩამთავრდება

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის შეჩერებული მატჩი დღეს ჩამთავრდება. ორივე გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე “კრაკოვიაში” ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ამიერიდან “კრაკოვიას” ღირსებას დაიცავს. 25 წლის ფეხბურთელმა პოლონურ კლუბთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეიერვერკების ბრწყინვალე შოუ ევრო-2020-ის გახსნაზე (ფოტოები)

2021 წლის 11 ივნისს “სტადიო ოლიმპიკომ” ევროპის 2020 წლის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა, რასაც თან ფეიერვერკების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრო 2020-ზე პირველი გოლი გავიდა (ვიდეო)

თურქეთი – იტალია მერიჰ დემირალის ავტოგოლი იხილეთ ვიდეო Demiral scores the first goal of the […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავს” “დინამოსთან” სკამზე 1 მეკარე და 6 თავდამსხმელი ჰყავდა

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “დინამო ბათუმმა” “თელავს” უმასპინძლა და 3-0 მოუგო. ბათუმი გამარჯვების შემდეგ 36 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “ისეთივე მოტივირებული ვარ, როგორც პირველ ევროპის ჩემპიონატზე”

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, კრიშტინაუ რონალდუმ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პორტუგალიის ნაკრების მიზანი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერია!

ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ბოლო მატჩში ბათუმის “დინამომ” “თელავი” მიიღო და 3-0 დაამარცხა. “დინამო” ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ რუსების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-სთვის ახალი ფორმები წარადგინა. ფორმაზე უკრაინის რუკაა დატანილი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პლატინი: “კლუბებს თავიანთი ტურნირის შექმნის სრული უფლება აქვთ”

უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ, ევროპის სუპერლიგისა და უეფას წარმომადგენლებს შორის არსებული კონფლიქტის თავისებური ხედვა […]...
წაკითხვა