სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” ჩატარების ზუსტი დრო ცნობილია

თარიღი: სექტემბერი 7, 2018

2018-2019 წლების სეზონის პირველი “ელ კლასიკო” 28 ოქტომბერს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა ცენტრალური ევროპის დროით 16:15, ხოლო საქართველოდ დროით 19:15 საათზე დაიწყება.

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ დრო საერთაშორისო ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალს” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ 9-9 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები