შაჩირი: “ბაიერნის” დატოვება არ მინდა”
მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი ჯერდან შაჩირი აცხადებს, რომ მას კლუბის დატოვებს სურვილი არ აქვს.
“არასოდეს მითქვამს, რომ “ბაიერნის” დატოვება მსურდა. აქ თავს კარგად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემი ძმის ნათქვამი? მან მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ზამთარში სადმე წასვლა მომიხდეს. რა თქმა უნდა, ბავარიელთა რიგებში უფრო მეტი თამაში მსურს”, – ამბობს შაჩირი.