შაჩირი შესაძლოა, “ბუნდესლიგის” გრანდში ვიხილოთ
გასულ სეზონში ჯერდან შაჩირი “სტოკ სიტიში” გადავიდა 12 მილიონ ფუნტად, თუმცა მან მოლოდინები ნამდვილად ვერ გაამართლა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მთელ სეზონში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. ბევრის აზრით, 24 წლის მოთამაშე ინგლისურ კლუბში მხოლოდ ფულის გამო წავიდა. არადა, შაჩირის ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ “ჩემპიონთა ლიგაზე” რომელიმე ევროპული გრანდის ღირსება დაიცვას.
გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აღნიშნული ფეხბურთელით დორტმუნდის “ბორუსია” ინტერესედება. გერმანელებს “სტოკის” მოთმაშე მხითაირიანის შემცვლელად უნდათ, რომელმაც “სიგნალ იდუნა პარკი” დატოვა და “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდა. არაა ცნობილი ის თანხა, რომელსაც “ბორუსიას” მესვეურები შაჩირიში იხდიან, თუმცა, ფაქტია, რომ ჯედრანის კარიერისთვის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ინგლისური გუნდიდან ევროპის გრანდში გადასვლა.