შაკილ ონილი: “არ არსებობს სიტყვები, რითაც ამ ტკივილს გამოვხატავ”
ვეტერანმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“არ არსებობს სიტყვები, რითაც გამოვხატავ იმ ტკივილს, რასაც ჩემი ძმისშილი ჯიჯისა [კობი ბრაიანტის ქალიშვილი] და ჩემი ძმის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ განვიცდი. მიყვარხართ და ყოველთვის მომენატრებით. ვუთანაგრძნობ ბრაიანტების ოჯახს და ბორტზე მყოფი გარდაცვლილების ოჯახებს”, – წერს შაკილ ონილი სოციალურ ქსელში.
There’s no words to express the pain Im going through with this tragedy of loosing my neice Gigi & my brother @kobebryant I love u and u will be missed. My condolences goes out to the Bryant family and the families of the other passengers on board. IM SICK RIGHT NOW pic.twitter.com/pigHywq3c1
— SHAQ (@SHAQ) January 26, 2020