შალკეს აფელაი მოუნდა

თარიღი: ნოემბერი 11, 2013

მომავალ ზაფხულს გელზერკიხენის „შალკემ“ შესაძლოა იბრაჰიმ აფელაი დაიბრუნოს.

მიუხედავად იმისა რომ აფელაის სერიოზული ტრავმები აწუხებს და ამის გამო მთელი სეზონი გაუცდა, გერმანული კლუბი იბრაჰიმის შეძენას მაინც აქტიურად განიხილავს.

„შალკე“ უახლოეს მომავალში გამართავს წინასწარ მოლაპარაკებებს, შესაბამისად ადვილი სავარაუდოა, რომ მომავალ ზაფხულს აფელაი გელზერკიხენში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ აფელაი წარსულში უკვე გამოდიოდა შალკეს რიგებში. მან 10 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები