„შალკეს“ ფანები გუნდის პუტინთან შეხვედრის წინააღმდეგ გამოდიან
გელზენკირხენის „შალკე 04“-ის ფანებმა კლუბის ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გაუქმება სთხოვეს.
აქამდე კლუბის ერთ-ერთმა დირეტორმა კლემენს ტენისმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი გელზენკირხენული კლუბის ფეხბურთელებს შეხვდება. გუნდის ფანები კი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო აღნიშნული შეხვედრის წინააღმდეგი არიან.
„გთხოვთ, გუნდს პუტინთან შეხვედრის უფლება არ მისცეთ. ამით დაგვაწმუნებთ, რომ „შალკე“ რუსეთის პრეზიდენტისგან შორს იმყოფება.
ჩვენ ყველას დემოკრატიული ხედვა გვაქვს და სიტყვის თავისუფლებას ვაფასებთ. ამიტომაც, მას ვიზიტისთვის მადლობას ვერ გადავუხდით. ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია“, – ნათქვამია წერილში, რომელიც კლუბის გულშემატკივართა ჟურნალ „Schalker Markt“-ში გამოქვეყნდა.
აღნიშნულ წერლს ტენისი „Ruhr Nachrichten“-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკიდა ეკონომიკურ ურთიერთობასთან კავშირში არ არის.
სათქმელია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, „შალკე“, რომელიც „გაზპრომთან“ 2007 წლიდან თანამშრომლობს, ყოვეწლიურად რუსული კომპანიისგან 15 მილიონ ევროს იღებს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2017 წლამდე მოქმედებს.
ალექსანდრე მატევოსოვი