“შაპეკოენსე” ბრაზილიის სერია A-ში დაბრუნდა

თარიღი: იანვარი 13, 2021

“შაპეკოენსე” ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. მიუხედავად არასახარბიელო ფორმაში ყოფნისა, “შაპემ” გადამწყვეტ მატში გამარჯვება შეძლო და სერია A-ში აღზევდა.

ბრაზილიური კლუბი უმაღლესი დივიზიონიდან 2019 წელს ჩამოქვეითდა. გუნდმა 2016 წლის ავიაკატასტროფის შემდეგ ორი სეზონი შეძლო სერია A-ში დარჩენა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა “შაპეკოენსეს” პრეზიდენტი პაულო მაგროც. გარდაცვალების მიზეზად ბრაზილიური წყაროები კორონავირუსს ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები