“შაპეკოენსემ” კოპა ლიბერტადორესზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა

თარიღი: მარტი 8, 2017

ბრაზილიური “შაპეკოენსე” განცდილი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, კოპა ლიბერტადორესს დაუბრუნდა. გუდმა დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.

როგორც იცით, გასულ წელს “შაპეს” ტრაგედიამ, რომელმაც 71 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (მათ შორის გუნდის ფეხბურთელების სიცოცხლეც), მთელი მსოფლიო მოიცვა.

ამ ტრაგედიას გუნდის მხოლოდ სამი ფეხბურთელი გადაურჩა, მათ შორის ნეტო და ალან რაშელიც. მართალია, მათ თამაში ვერ შეძლეს, თუმცა ისინი ამ მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “შაპემ” კოპა ლიბერტადორესის მე-7 ჯგუფში განთესილი “ზულია” მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-2 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები