შაქირი დარწმუნებულია, რომ “სტოკი” ლიგის საგზურს უახლოეს მომავალში მოიპოვებს
“სტოკ სიტის” გამოცდილი ვინგერი, ჟერდან შაქირი თვლის, რომ მის გუნდს საკმარისი ძალები გააჩნია, რათა ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.
“ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ტემპი, რომლითაც ეს კლუბი მიიწევს წინ, მაფიქრებინებს იმას, რომ უახლოეს მომავალში “ჩემპიონთა ლიგაზეც” ვითამაშებთ.
მშვენიერ ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ. სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩემპიონთა ლიგასაც დავუმიზნებთ.
იმის თქმას არ ვცდილობ, რომ წელსვე შევძლებთ ლიგაზე გასვლას, თუმცა ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია” – განაცხადა “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ “სტოკი” ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს და 8 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ “სიტის” და ხუთით – “მანჩესტერ იუნაიტედს”.