შაქირიმ ,,ბაიერნში” გატარებული წლები შეაფასა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ,,ინტერმა” შერდან შაქირი დაიმატა. სპეციალისტთა ნაწილმა შვეიცარიერ ფეხბურთელს გადაწყვეტილება მოუწონა. მათი განცხადებით, იგი მიუნხენის ,,ბაიერნში” ჩრდილში იყო. ფაქტია, რომ მას უფრო მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა.
ინტერვიუში თავად ფეხბურთელმა, მიუნხენის ,,ბაიერნში” გატარებულ წლები შეაფასა. ,,მე ,,ბაიერნში” ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ თამაში ბევრ დიდ ფეხბურთელის გვერდზე მომიწია. რა თქმა უნდა, მე ,,ბაიერნში” ბევრი რამ ვისწავლე. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა. თამაშიც რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია. თავს ყველაზე კარგად 10 ნომრის პოზიციაზე ვგრძნობ. ,,ინტერის” შემადგენლობაში შევასრულებ დავალებას, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი მომცემს” – ნათქვამია ინტერვიუში.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.