შარაპოვამ „როლან გაროსი“ მოიგო
დღეს საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსი მარია შარაპოვა და რუმინელი სიმონა ჰალეპი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ორივე მოთამაშემ გულეშმატკივრებს ფინალისთვის შესაფერისი მატჩი აჩუქა. საბოლოოდ, სამ სეტში შარაპოვამ გაიმარჯვა (6:4, 6:7, 6:4).
ამ გამარჯვებით WTA-ს საერთო რეიტინგში მარია მეშვიდე ადგილიდან მეხუთე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება ჰალეპს, რუმინელმა ფინალში გასვლით მეოთხე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
სათქმელია ისიც, რომ 27 წლის შარაპოვა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მე-12 მოთამაშე გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ ხუთი ტურნირი მოიგო. მსგავს შედეგს სხვადასხვა წლებში შტეფი გრაფმა (22 ტიტული), კრის ევერტმა, მარტინა ნევრატილოვამ (18), სერენა ულიამსმა (17), მარგარეტ კორტმა (11), მონიკა სელეშმა (9), ბილი ჯინ კინგმა (8), ოვონ გულაგონგმა, ვინუს უილიამსმა, ჟიუსტინ ენენმა (7) და მარტინა ჰინგისმა (5) მიაღწიეს.
ალექსანდრე მატევოსოვი