შარაშენიძე: “ჩრდ.მაკედონიას კლასის ხარჯზე მოვუგეთ”

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, საქართველო – ჩრდ.მაკედონიის მატჩი შეაფასა.
“მაკედონიას იმის ხარჯზე მოვუგეთ რომ გვყავს ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი, ერთს კი მაგრად წაუვიდა თამაში.
როცა გუნდი კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ მაინც იგებს, ამბობენ კლასის ხარჯზე მოიგოო. ალბათ სწორედ ეს მოხდა. კლასი კი ჩემი აზრით იმ ორმა განაპირობა. ერთმა მარცხენადან მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და სანამ მეტოქე (რომელიც მარცხენა ფლანგზე მას განსაკუთრებულად მეურვეობდა) გონს მოვიდა, გოლი შექმნა. მეორე კი კარში მაგრად იდგა და მისი იმედით დაცვაც საკმაოდ მშვიდად თამაშობდა.
ერთი-ორი მაღალი კლასის ფეხბურთელიც რომ გვყავდეს მაშინ უეჭველი გავალთ ევროზე. ისინი უპირველესად შუახაზში გვჭირდება. ძლიერი შუახაზის გარეშე ვერცერთი გუნდი წავა შორს.
მაგრამ აი ზემოხსენებული ორიდან ერთიც რომ დაგვაკლდეს მაკედონიასაც კი ვერ მოვუგებთ“, – დაწერა შარაშენიძემ.
სხვადასხვა ვებ-გვერდმა გუშინ საუკეთესოდ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.