შერი ტაბიძესთან შეჯახებაზე: “ჯერ კიდევ ვერაფერს ვიხსენებ”
შვეიცარიის ნაკრების მცველმა, ფაბიან შერმა, რომელიც “დინამო არენაზე” სიკვდილს გადაურჩა, აცხადებს, რომ არაფერი ახსოვს. შეგახსენებთ, რომ ჯიმი ტაბიძესთან შეჯახების შემდეგ “ნიუკასლის” ფეხბურთელმა გონება დაკარგა, მას პირველადი დახმარება ჯანო ანანიძემ გაუწია.
“ნამდვილი საშინელებაა. ჯერ კიდევ ვერაფერს ვიხსენებ. რამდენიმე წამით გონება დავკარგე. თავი ახლაც კი მტკივა. ამასთან ერთად, კისერიც მაწუხებს და შუბლზე ჩალურჯებებიც მაქვს.
ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ ეს ამად ღირდა,” – აცხადებს შარი შვეიცარიულ Blick-თან მიცემულ ინტერვიუში.