შაურმა, კოკა-კოლა და სნიკერსი: როგორ უნდა გადაურჩე ტურ დე ფრანსს?
ტურ დე ფრანსის წლევანდელი გამარჯვებული ბრიტანელი გერეინტ ტომასი გახდა. ის მეექვსე ველომრბოლერია, რომელსაც ოლიმპიადა (ორი ოქრო ტრეკზე), მსოფლიო ჩემპიონატი და ტურ დე ფრანსი აქვს მოგებული.
2018 წლის ტურ დე ფრანსი მოკლედ:
• 21 ეტაპისგან შემდგარი რბოლა საფრანგეთისა და ესპანეთის გზებზე და მხოლოდ ორი დღე დასვენებისთვის
• ველომრბოლერებს საერთო ჯამში უნდა დაეფარათ 3351 კილომეტრი
• 159,6 კილომეტრი – თითოეული ეტაპის საშუალო მანძილი. ხუთ შემთხვევაში სპორტსმენებმა 200 კილომეტრზე უფრო დიდი მანძილი დაფარეს
• Inside Science-ს ინფორმაციით, ამ რბოლის თითოეული ეტაპის დროს სპორტსმენებმა 6071 კილოკალორია დაწვეს
ბუნებრივია, მათი თითოეული დღე საუზმობით იწყებოდა, რათ ძალები აღედგინათ. გთავაზობთ მენიუს, რომელიც ზუსტად 6071 კილოკალორიას შეიცავს.
რა თქმა უნდა, ველომრბოლერები ყოველდღე არც ამ რაოდენობის ბროკოლის მიირთმევდნენ და არც სტაფილოს. რეალურად, ველოსიპედის მართვისას ისინი თან ატარებენ ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარ გელებს, ფუნთუშებს სხვადასხვა შიგთავსით, ქათმის ფილებს, მალტოდექსტრინსა და წყალს. სტარტამდე ერთი საათით ადრე, ველომრბოლერები კალიუმისა და მაგნიუმის შემცველ მინერალურ ნარევსაც სვამენ.