შავი კატები ადვოკაატს სამსახურს აკარგვინებს

თარიღი: სექტემბერი 2, 2015

ბრიტანული საბუკმეიკერო კანტორები უკვე ფსონებს იღებენ იმ მწვრთნელებზე, რომელიც პრემიერლიგის გუნდებიდან პირველი განთავისუფლდება.

ჯერჯერობით, უმთავრესი ფავორიტი ჰოლანდიელი დიკ ადვოკაატია, რომელიც „სანდერლენდს“ თავკაცობს, თუმცა სეზონის სტარტზე ადოკაატს აშკარად „შავმა კატამ გადაურბინა“ წინ და 4 მატჩში მხოლოდ 2 ქულა აქვს. აქედან გამომდინარე მისი გუნდიდან განთავისუფლება სადღეისოდ 2.88 კოეფიციენტით არის შეფასებული.

ადვოკაატს კვალდაკვალ ორი ბრიტანული ბრენდის, ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მწვრთნელები მისდევენ – ჟოზე მოურინიუსა და ბრენდან როჯერსის განთავისუფლება 7.0 კოეფიცინტით შეაფასეს. მეოთხე პოზიცია „უოტფორდის“ თავკაც კიკი სანჩეს ფლორესს უჭირავს – 11.0.



მსგავსი სიახლეები