შჩესნი: “გასახდელში სიგარეტი მოვწიე, ვენგერს კი ყველაფერი უთხრეს”
“იუვენტუსის” მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ გაიხსენა პერიოდი, როცა ის სიგარეტს რეგულარულად ეწოდა.
პოლონელმა კიპერმა მოწევის გამო “არსენალის” სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაკარგა, 2014-2015 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კი ის “რომაში” გაანათხოვრეს.
“იყო პერიოდი, როცა სიგარეტს რეგულარულად ვეწეოდი და ამის შესახებ ვენგერმაც იცოდა. უბრალოდ, მას არ სურდა, რომ გასახდელში ვინმეს სიგარეტი მოეწია და ეს მეც ვიცოდი.
ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ემოციების გამო, მოწევა მომინდა. გასახდელის მეორე ბოლოში წავედი, სადაც ვერავინ დამინახავდა. თუმცა, ვიღაცამ დამინახა და მწვრთნელს ყველაფერი უთხრა. რამდენიმე დღის შემდეგ, ვენგერმა მკითხა, ეს სიმართლე იყო თუ არა, მე კი ვუპასუხე, რომ სიმართლე იყო. მან დამაჯარიმა და ყველაფერი ამით დასრულდა.
ვენგერმა მითხრა: “შეხედე, ამის გამო, გუნდიდან ამოვარდები”. თუმცა, მე ვინმესთან ჩხუბის გამო არ დავსჯილვარ. საქმეს პროფესიონალურად ვუდგებოდი. ველოდი, რომ რამდენიმე კვირაში ძირითად თერთმეტეულში დავბრუნდებოდი, თუმცა კარში დავიდ ოსპინა იდგა და გუნდიც კარგ ფორმაში იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე მოლოდინის რეჟიმში უნდა ვყოფილიყავი და თერთმეტეულში ადგილი დამებრუნებინა”, – ციტირებს შჩესნის სიტყვებს Goal.Com.