შედეგიანი ფრე პარიზში (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 7, 2016

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული პირველი მატჩი მეტად საინტერესოდ წარიმართა და ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩი სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც დავიდ ლუისმა სერხიო აგუეროს წინაარმდეგ თამასის წესი დაარღვია, რის გამოც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. იგი განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს. მე-14 წუთზე ინგლისელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარტყმული ჯო ჰარტმა მოიგერია და ტაბლოზე ნულები დარჩა. შვედ ფორვარდს ცოტა ხანში მეორე შანსიც მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ მყოფმა ეს შესაძლებლობაც გაანიავა. გუნდებმა გოლები ტაიმის მიწურულს გაცვალეს: ჯერ ბლეზ მატუიდის შეცდომით ისარგელეს სტუმრებმა და კევინ დე ბრეინემ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი იბრაჰიმოვიჩმა აღადგინა წონასწორობა კურიოზული გოლით.

მეორე ტაიმის დებიუტში მსაჯმა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი მატუიდიც გააფრთხილა, რომელსაც საპასუხო შეხვედრაში ასევე უქმობა მოუწევს.  59-ე წუთზე პარიზელები წინ გავიდნენ: გოლი ადრიენ რაბიომ გაიტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს: მცველების შეცდომით ფერნანდინიომ ისარგებლა და 2:2.

წყვილის განმეორებითი მატჩი მანჩესტერში 12 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასილასი მესის მეშვიდე ოქროს ბურთს ნეგატიურად გამოეხმაურა

29 ნოემბერს ლეო მესიმ კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთი მოიგო. ამასთან დაკავშირებით კომენტარი მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “ჩემი მიზანი ერთი ან რამდენიმე ოქროს ბურთის მოგებაა”

“პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. მბაპე გუშინ ოქროს [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ ლევანდოვსკის მიმართა: “ეს ყველამ იცის და ჩვენ ვთანხმდებით…”

29 ნოემბერს, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო. საკუთარი ჯილდოს მიღების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარისთვის 2021 წელი დასრულებულია, ბრაზილიელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს

“პარი სენ-ჟერმენმა” გასვლაზე “სენტ-ეტიენის” დამარცხება შეძლო (1-3). ამ მატჩში სერხიო რამოსის დებიუტი შედგა, მესიმ საგოლე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსი: “მესი ოქროს ბურთის ფავორიტია, მას წარმატებას ვუსურვებ”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა სერხიო რამოსმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის სადებიუტო მატჩი “პარი სენ-ჟერმენში” (ვიდეო)

სერხიო რამოსმა ტრავმისაგან გამოწვეული ექსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ესპანელმა მცველმა “პარი სენ-ჟერმენში” სადებიუტო მატჩი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინისიუსის ულამაზესი გოლი “სევილიას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო El golazo de Vinicius Junior ante el Sevilla 🔝🔥#Vinicius #RealMadridSevillaFC#Laliga🇪🇦 pic.twitter.com/2eiKLBmqAw — La […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დრის მერტენსის ულამაზესი გოლი “ლაციოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Retweet so everyone can appreciate this Mertens goal. https://t.co/hY2lj96io3 pic.twitter.com/xeQJ4Q1SzR — Socios.com (@socios) [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის მძიმე ტრავმა “სენტ-ეტიენთან” მატჩში (ვიდეო)

Another Injury for Neymar 🤕This one looks scary man🙁💔#Neymar #PSG#Messi #Injury pic.twitter.com/6ibNreYKvl — Iamsoumya07©️ (@iamsoumya07) [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “მინდა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანაკრებო დონეზე სურს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში სადებიუტო გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო, ვიდეო)

ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე ტურში “უესტერნ სიდნეი უონდერერსი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლ ჯეთსს” უპირისპირდება. სტუმართა სასტარ...
წაკითხვა