შედგება უახლოეს მომავალში “დუბლიორთა” ლიგა?

FA–ს პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ მათი იდეა შეექმნათ ბ–გუნდებს შორის პრემიერ ლიგა მომგებიანი არ იქნებოდა.
ამ წლის დასაწყისში დაიკს სურდა, დაემატებინა კიდევ ერთი საფეხბურთო ლიგა: პრემიერ ლიგის, ჩემპიონშიპის, პირველი და მეორე ლიგის შემდეგ, რომელიც მხოლოდ პრემეირ ლიგის დუბლიორი გუნდებისთვის იქნებოდა.
როგორც გთვლილი იყო, “დუბლიორ” გუნდებს დივიზიონების გარდა უფლება ექნებოდათ ეთამაშათ ინგლისის სხვა ტურნირებზე, როგორიც არის FA-ს თადი და ლიგის თასი. ეს იდეა მიზნად ისახავდა, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სათამაშო დროის მიცემას და ასევე პირველი გუნდისთვის მომზადებას.
ასეთი იდეა ესპანეთში და გერმანიაში წარმატებით განხორციელდა.
“FA-ს ამ იდეის განხორციელებისათვის, რესურსები და შესაძლებლობა არ ჰყოფნის. ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითსაც გადავხედეთ. ვიცოდით, რომ კლუბების დიდი ნაწილი ამ იდეას მხარს არ დაუჭერდა, თუმცა პრემიერ ლიგის ძალიან ბევრმა მწვრთნელმა პროექტი მოიწონა.”
“რის გამო არიან კლუბები წინააღმდეგი? მათ სურთ დაიცვან, ტრადიციული “პირამიდები”. მათ არ სურთ, ეს რადგან იდეა ეწინააღმდეგება მათ სარგებელს. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ, დიალოგს და მაქსიმალრუად შევეცდებით ლიგა შევქმნათ.”–განუცხადა დაიკმა ESPN-ს