შეძლებს ლევანდოვსკი “პარი სენ-ჟერმენთან” თამაშს?
მიმდინარე სანაკრებო ბატალიები განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის ნაკრების შემტევი რობერტ ლევანდოვსკისთვის. პოლონელმა ვარსკვლავმა დაზიანება მიიღო, რის გამოც უმნიშვნელოვანესი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
მიუნხენელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რობერტ ლევანდოვსკის რეაბილიტაციის პროცესს მინიმუმ ოთხი კვირა უნდა დასჭირდეს. რობერტს მარჯვენა მუხლზე აქვს ტრავმა.
შესაბამისად, “რეკორდმაისტერის” მთავარი დამრტყმელი ძალა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ვერცერთ მატჩში ვერ დაეხმარება. “ბაიერნი” და “პარი სენ-ჟერმენი” ერთმანეთს 7 და 13 აპრილს უნდა დაუპირისპირდნენ.
პოლონელი სუპერვარსკვლავი კიდევ ერთ სენსაციურ სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მას “ბაიერნის” მაისურით უკვე დაუგროვდა 42 გატანილი გოლი.