შეეძლო თუ არა ბასილაშვილს ყოფილი ცოლისთვის მილიონები გადაეხადა?
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ამბავმა სრულიად საქართველო მოიცვა.
თავდაპირველი ინფორმაციით, ბასილაშვილის განქორწინების შემდეგ ყოფილ ცოლს თვეში 100 000 ლარს უხდიდა, რაც წელიწადში 1.2 მილიონი ლარი გამოდის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს და კარიერაში მხოლოდ ტურნირებიდან 5.5 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. ამ თანხის 50-60% გადასახადებში, მათ შორის, მწვრთნელის, სტატისტიკოსის, ანალიტიკოსის, სასტუმროს თუ თვითმფრინავის ხარჯებში მიდის. შესაბამისად, მას ნახევარი, 2.5-2.7 მილიონი დოლარი აქვს სუფთა მოგების სახით მიღებული.
გარდა ამისა, ნიკოლოზი საკმაოდ პოპულარული და სიმპატიური ჩოგბურთელია და მნიშვნელოვან თანხას სპონსორული და სარეკლამო ხელშეკრულებებიდანაც იღებს.
28 წლის ასაკში ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე წმინდა მოგება, დაახლოებით, 5 მილიონი დოლარი იქნება.
მიუხედავად 16 მილიონი ლარისა, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ბასილაშვილმა ყოფილი ცოლისთვის ყოველ წელს მილიონ ლარზე მეტის გადახდა შეძლოს. ამ გზით, ნეკა დოროყაშვილი რამდენიმე წელში ყოფილ ქმარზე გაცილებით მდიდარი გახდებოდა.