შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია
13 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დებულება საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისიის შექმნის შესახებ.
სამთავრობო კომისია საქართველოში ფეხბურთის სამომავლო აღორძნებისთვის გამიზნული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს.
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დომენტი სიჭინავა-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
რევაზ არველაძე –საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;
ალექსანდრე ჩივაძე –საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21‑წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;
მურთაზ ხურცილავა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;
საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები:
რომან ფიფია
ტარიელ ხეჩიკაშვილი
ილია კოკაია
კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
- ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება;
- კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით;
- ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა;
- მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
- უეფას სუპერ თასი 2015‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია;
- 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;სამინისტროს პრესსამსახური