შეხვედრა ფიბა-ს შტაბ-ბინაში

თარიღი: ნოემბერი 5, 2013

31 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ფიბა-ს შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა ამ ორგანიზაციისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის. ფიბა-ს გენერალურ მდივანთან, პატრიკ ბაუმანთან და ფიბა-ს განვითარების მენეჯერთან, ზორან რადოვიჩთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანსა და გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს.  შეხვედრის დეტალებზე ჩვენი ფედერაციის მხრიდან მისი მონაწილეები გვესაუბრებიან:

– ეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა, რომელსაც ადგილი ყოველწლიურად აქვს. ფიბა-ს ხელმძღვანელობას ჩავაბარეთ ტრადიციული ანგარიში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, მათი ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლის, ეროვნული ჩემპიონატის, ფიბა-სა და ფიბა-ევროპის პროგრამების საქართველოში განხორციელების შესახებ.

– საუბარი შეეხო რამდენიმე სამართლებლივ ასპექტს, რომელთა დამახინჯებას საქართველოში გარკვეული დაჯგუფებები ცდილობენ.

– პირველ რიგში, რაც ჩვენთვის იყო მოულოდნელი, ფიბა-მ წარმოგვიდგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2012 წლის 4 და 5 დეკემბერს საკალათბურთო კლუბებს – “შსს-აკადემიას” და “არმიას” – დაქირავებული ბელგიელი ადვოკატის საშუალებით მიუმართავთ ფიბა-სთვის, რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდების რედაქციასთან დაკავშირებით მონიტორინგი და აუდიტი. ფიბა-მ ძალიან მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხა, რომ წესდებასთან მიმართებაში ყველაფერი წესრიგშია და ამ საკითხთან დაკავშირებით ფიბა აღარ შეეწუხებინათ, რადგან ეს არის მხოლოდ მისი და მისი წევრი ეროვნული ფედერაციის განსახილველი და შესათანხმებელი საკითხი. ფიბა-მ ასევე მოუწოდა დაინტერესებულ მხარეს, ეთანამშრომლა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, თუკი რამ კონკრეტული საკითხი ჰქონდა და ყოველივე მათან განეხილა.

– ამ ნაბიჯიდან ცხადი ხდება, რომ დაინტერესებულ ჯგუფს თავიდანვე ჰქონდა არჩეული ტყუილის გზა, რითაც შეცდომაში შეიყვანდა სხვადასხვა საკალათბურთო სტრუქტურებს. გასული დეკემბრიდან კლუბების მიმართ განხორციელებულმა მიზანმიმართულმა დეზინფორმაციამ, სამწუხაროდ, მათი უმეტესობა შეცდომაში შეიყვანა. ახლა, როცა ყველაფერი ნათელი გახდა, გვსურს, მივმართოთ კლუბებს, რომ მომავალში, სანამ გადადგამენ რაიმე ნაბიჯს, კარგად აწონ-დაწონონ მისი მიზანშეწონილობა და გამოიჩინონ კეთილგონიერება და პასუხისმგებლობა ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

 

–         ფიბა-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე “ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს”, რომლით ცრუ აპელირებითაც მერკანტილური მიზნებით შექმნილი ორგანიზაციის – “კალათბურთელთა კავშირის” თავმჯდომარე, ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, მიხეილ ახვლედიანი დიდი ხნის მანძილზე ახდენდა ტყუილების ტირაჟირებას და ურცხვად აცხადებდა, რომ ეს სახელმძღვანელო არის კანონი და არა რეკომენდაციები.

– ფიბა-ს გენერალურმა მდივანმა, პატრიკ ბაუმანმა პირდაპირ მიგვითითა ამ სახელმძღვანელოს წანამძღვარზე, სადაც შავით თეთრზე წერია: “პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ფიბა-ს ახალი სახელმძღვანელო ეროვნული ფედერაციებისთვის, ამ დოკუმენტის მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნული ორგანიზაციისათვის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში, კონკრეტული რჩევების შეთავაზებით სხვადასხვა მიმართულებით…  ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ, ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთან არსებულ გარემოზე მისადაგებით და ახალ დონეზე გადაიყვანეთ თქვენი ორგანიზაცია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალისით გააკეთეთ ეს!

– ამით ნათლად გამოაშკარავდა ახვლედიანის მორიგი ტყუილი, რომელიც ცდილობს, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით ცდილობს ხელში ჩაიგდოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა