შენგელიამ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ ითამაშა

თარიღი: ნოემბერი 17, 2013

თორნიკე შენგელიას დებიუტი მიმდინარე სეზონში. ქართველმა ფორვარდმა ვარსკვლავებით გადაჭედილ “ბრუკლინ ნეთსში” მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ითამაშა. ეს მოხდა ლოს ანჯელესში, “კლიპერსის” წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც ბრუკლინელები მეორე შემადგენლობით თამაშობდნენ და კინაღამ გაიმარჯვეს.

 “ბრუკლინს” ტრავმების გამო აკლდა ძირითადი ხუთეულის 4 მოთამაშე – დერონ უილიამსი, ბრუკ ლოპესი, პოლ პირსი, კევინ გარნეტი და პლუს სამარქაფო ანდრეი კირილენკო. ასეთი დანაკლისით “ნეთსის” ლოს ანჯელესში გამარჯვება წარმოუდგენელი იყო, თუმცა სათადარიგოებმა ერთადერთი სუპერვარსკვლავის, ჯო ჯონსონის მეთაურობით კინაღამ სასწაული მოახდინეს.

პირველი ტაიმი ბრუკლინელებმა 55:54 მოიგეს და მეორეშიც ტოლს არ უდებდნენ მრისხანე მეტოქეს. საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა – 110:103 “კლიპერსის” სასარგებლოდ.

შენგელიამ ბრუკლინელთაგან ყველაზე ცოტა – 8,13 წუთი ითამაშა და ერთადერთ პასს გამორჩა. თორნიკემ თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა, ხოლო მეტოქეზე 3-ჯერ დაჯარიმდა. მირზა ტელეტოვიჩმა 10 წუთში 2 ქულა მოაგროვა, ტაიშონ ტეილორმა კი 15 წუთში 13 ქულას მოუყარა თავი. საუკეთესო შედეგი ბრუკლინელთაგან ანდრეი ბლეჩმა და ახალბედა მეისონ პლუმლიმ აჩვენეს – 19-19 ქულა.

3 მოგებითა და 6 წაგებით “ბრუკლინი” ატლანტიკის დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 18 ნოემბერს შინ “პორტლენდთან” ჩაატარებს.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა