შენგელიას “ბასკონიამ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 26, 2016

თორნიკე შენგელიას და მისი „ბასკონიას“ დიდი წარმატება. ევროლიგის ეგიდით გამართულ ესპანურ დერბიში, რომელსაც მადრიდმა უმასპინძლა, სავსე ტრიბუნების წინ სამეფო კლუბმა „რეალმა“ და ვიტორიულმა „ბასკონიამ“ ითამაშეს, გამარჯვება ქართველი ფორვარდის გუნდმა მოიპოვა. ბასკურმა კლუბმა 82:78 იმარჯვა, რაშიც შენგელიას როლი უმნიშვნელოვანესია.

“ბასკონია” საწყის ნახევარში 17 ქულითაც კი იგებდა და მართალია, “რეალმა” თამაშის შემოტრიალება და დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ფინალურ წუთებზე უფრო მობილიზებულმა სტუმრებმა იმარჯვეს.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:05 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შეხვედრის გმირი სტუმართა სლოვენიელი უკანახაზელი იაკა ბლაჟიჩი გახდა, რომელმაც საჭირო ჟამს სამქულიანები ზუსტად სტყორცნა და საბოლოოდ, 21 ქულა მოაგროვა.
ორმაგი დუბლი (18 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა გერმანელმა ცენტრმა იოჰანეს ვოიგტმანმა, უნგრელმა ფორვარდა ადამ ჰანგამ 12 ქულა მიითვალა, ამერიკელი გამთამაშებელის – შეინ ლარკინის მონაგარი კი 11 ქულა იყო. “რეალში” 10-ქულიან ზღვარს მექსიკელი გუსტავო აიონი (16), სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი (15), ესპანელები სერხიო ლული (13) და ფელიპე რეიესი (11) და ამერიკელი ჯეისი კეროლი (11) ასცდნენ.

ბასკონიელებს 3 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვთ. გასულ ტურში შენგელიას გუნდი კაუნასში „ჟალგირისთან“ დამარცხდა. მომდევნო მატჩს „ბასკონია“ 27 ოქტომბერს, შინ – „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

GBF.GE

იხილეთ მიმოხილვა:

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე საკალათბურთო ევროლიგაში

ესპანური გამოცემის, “მარკას” ვებ-გვერდზე საკალათბურთო ევროლიგის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე დასახელდა. 10. ჟოფრე ლოვერნი ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრამპი: “ლებრონი ინტერვიუში ჭკვიან ადამიანად წარმოაჩინეს, რაც ადვილი არ არის”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელ “თვითერში” “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელ ლებრონ ჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბასკონიამ” 7 ახალგაზრდა ქართველი დაასახელა, რომლებიც მომავალ სეზონს ესპანეთში გაატარებენ

კლუბ “ბასკონიას” მფლობელი ესპანური კორპორაცია “სასკი ბასკონიასა” და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

რომელ სპორტსმენს უხდის ყველაზე დიდ თანხას “ინსტაგრამი”?

სოციალური ქსელები მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. Fox Sports-მა იმ სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

U16 ნაკრებმა სტამბოლის ტურნირი ესტონეთთან მარცხით დაასრულა

საქართელოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას ახალი კლუბი ცნობილია

ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ამიერიდან “დეტროიტ პისტონსის” ღირსებას დაიცავს. 34 წლის ცენტრი დეტროიტელთა რიგებში 2018-19 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ახალი კალენდარი ცნობილია

ევროპის იმ 24 ნაკრებს შორის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ ბრძოლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს. ილიას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა

2 ივნისს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართვე;პს სალათბურთო ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელია: “ბევრი შეცდომა დავუშვით, ასეთი სხვაობით არ უნდა წაგვეგო”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თორნიკე შენგელიამ სერბეთთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “დაცვაში უფრო მეტად აგრესიულები [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

29 ივნისს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთი მიიღო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსი: “სერბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა განაცხადაა, რომ მისი გუნდი სერბეთის სახით, მსოფლიოს ერთ-ერთ-ერთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი ჩამოდის

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ფიბა-ევროპის პრეზიდენტი, თურგაი დემირელი ჩამოდის, რომელიც პარალელურად ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტია. იგი მსოფლიო კალათბურთის [...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელია ნაკრებს შეუერთდა, მარკოიშვილი – გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს თორნიკე შენგელია შეუერთდა. ევროპული კალათბურთის სუპერვარსკვლავი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან პირველი სპარინგ-მატჩი დათმო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებლად პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გუნდი [&...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში “დინამოს” ბაზაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს […]...
წაკითხვა