შენგელიას ბრწყინვალე მატჩი – თორნიკეს 22 ქულა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ (ვიდეო)

20 ნოემბერს, საკალათბურთო ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და მეტოქე 80:70 დაამარცხა.
მასპინძელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის შენგელიას. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა, ამ დროში კი 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიიღვალა. თოკო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 47 წამით ადრე თოკომ მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში 76:70 გახადა. საპასუხო შეტევაში შენგელია მყარად დაუდგა გერმანელ ვოიტმანს, შეტევაში დააჯარიმა. ამის შემდეგ მან ორი საჯარიმო გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Toko Shengelia higlights vs CSKA
Via @SPGhighlights @TokoShengelia23 #baskonia pic.twitter.com/Y8RauHR4pO— Hirukoa (@hirukoa80) November 20, 2019