“შენი ადგილი სამზარეულოშია და არა მოედანზე” — ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დასაჯეს

თარიღი: ოქტომბერი 31, 2014

ნორთამბერლენდის საგრაფოში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტ ჯონ კამინგსს ქალი არბიტრის, ლუსი მეის მისამართით თქმული სექსისტური კომენტარის გამო ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

24 წლის მდედრობითი სქესის მსაჯმა კამინგსს ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საკვირაო ლიგის ერთ-ერთ მატჩში არბიტრად დანიშვნა სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

“ქალის ადგილი სამზარეულოშია და არა საფეხბურთო მოედანზე. ამ საქმეს თავს ვერ გაართმევ. პირადად შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ლიგაში ქალი ვერასდროს იმსაჯებს”.

70 წლის კამინგსმა თავდაპირველად უარყო, რომ ასეთი საუბარი შედგა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

კამინგსმა ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც მის სექსისტურ შეხედულებებს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს:

“პროფესიით მსაჯი ჩემი ერთ-ერთ მეგობრის მეუღლეს ერთხელ ვუთხარი, რომ სახლში წასულიყო და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ქმრისთვის ჩაი მოემზადებინა. ვინც მიცნობს, ჩემგან ასეთი რამის მოსმენა არ გაუკვირდება. ეს ხუმრობაა. ქალის ადგილი სახლშია”.

კამინგსი კიდევ უფრო შორს წავიდა და მასსა და მის მეუღლეს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

“ჩემი მეუღლე გარეთ არასდროს გამოდის, მისი ადგილი სახლშია. ჩვენ 56 წლის ცოლ-ქმარი ვართ და სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე დამტოვებდა. 56 წლის განმავლობაში ის ჩემთან ერთად არის და მეც მუდამ ვეუბნები, რომ მისი ადგილი სახლშია. ვეხუმრები და ეს მან კარგად იცის”, – აღნიშნა კამინგსმა.

ჯონ კამინგსი დისკვალიფიკაციის გარდა 250 ფუნტით დააჯარიმეს. მას სპეციალური საგანმანათლებლო კურსის გავლაც მოუწევს.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფერგიუსონი: “მადლობა ღმერთს, რომ კარიერა დასრულებული მაქვს”

მოახლოებული ინგლისური დერბი წინ, სერ ალექს ფერგიუსონმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები: ნუ ჩაეხუტებით და ნუ ჩამოართმევთ ხელს ერთმანეთს

პრემიიერ ლიგის ხელმძღვანელები ფეხბურთელებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. აღმასრულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინტიმური მასალის გამოქვეყნების შემდეგ დროგბას მეუღლე დაშორდა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 იანვარი

“მილანი” მანჯუკიჩის წარმომადგენლებს ხვდება იტალიური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას “მილანსა” და მარიო მანჯუკიჩის წარმომადგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა რაჰიმ სტერლინგმა პენალტი “ბრაიტონთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Raheem Sterling penalty miss against Brighton 90+2'pic.twitter.com/tLsfayxQaC — noobfcb (@noob_fcb) January 13, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ფოსუ-მენსა “ბაიერ ლევერკუზენის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბაიერ ლევერკუზენის” ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ ინფორმაციას ტიმოტი ფოსუ-მენსას ტრანსფერის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “ლივერპულთან” მატჩი ჩვენ საჩემპიონო ამბიციებს გამოცდის”

“მანჩსტერ იუნაიტედმა” გასვლით მატჩში “ბარნლის” დამარცხების (0:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც “ლივერპულთან̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი და ფლეიმეიქერი დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) უკანასკნელი ათწლეულის (2011-2020) საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი და ფლეიმეიქერი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა კლუბებს სრული შემადგენლობის ტესტირება კვირაში ორჯერ დაავალეს. ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო და უფრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ კლოპთან დადებული სანაძლეო გაიხსენა

რობერტ ლევანდოვსკიმ პრესასთან საუბრისას დორტმუნდის “ბორუსიაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში ყოფნისას რობერტმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალიშა ლემანი – გაიცანით “ვესტ ჰემისა” და შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელ

ალიშა ლემანი “ვესტ ჰემისა” და შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელია. ის სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. ალიშ 1999 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გოგონა, რომლის გამოც ბენჟამინ მენდიმ კოვიდ 19-ის რეგულაციები დაარღვია (ფოტო)

ბრიტანულ მედიაში “მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველ ბენჟამინ მენდის შესახებ ხშირად საუბრობენ. ფრანგმა ფეხბურთელმა ახალ წელს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგამ “ტოტენჰემს” მეტოქე შეუცვალა, “ჩელსის” მატჩი გადადო

ინგლისის პრემიერლიგის ადმინისტრაციამ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” უახლოეს განრიგში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რაც კორონავირუსული პანდემიით...
წაკითხვა
ფეხბურთი

არნაუტოვიჩი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები “შაინჰაი სიპგ”-ის რიგებში მოთამაშე მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმ...
წაკითხვა