“შენი დედაც… რა ხდება, მელოტო?” – ლიონელ მესი ბოლივიელ ფეხბურთელს (ფოტო, ვიდეო)
14 ოქტომბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე არგენტინა მიიღო. მატჩი არგენტინელებმა ანგარიშით 1:2 მოიგეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოვლენათა ეპიცენტრში იყო სტუმართა კაპიტანი, ლიონელ მესი. როგორც ჩანს, მასპინძლებმა ის გააბრაზეს, მისმა სიტყვებმა კი ბოლივიელები კიდევ უფრო გააღიზიანა. “მარკას” ცნობით, ბოლივიის ნაკრების თავდამსხმელმა მარსელო მარტინსმა მას 2009 წელს, ბოლივიაში წაგებული მატჩი გაახსენა, რომელშიც არგენტინა 6:1 დამარცხდა.
არგენტინული სპორტული ტელეარხის, TyC Sports-ის ცნობით, მესიმ ერთ-ერთ ბოლივიელ ფეხბურთელს ასეთი რამ უთხრა: “შენი დედაც… რა ხდება, მელოტო? მთელი თამაშია ყვირი. რა პრობლემა გაქვს? მთელი თამაშია სათადარიგოთა სკამიდან მიყვირი.”
LA LECTURA DE LABIOS DEL CRUCE: "LA C… DE TU MADRE. ¿QUÉ PASA, PELADO?"
Quién es "el pelado" que se peleó con Messi tras finalizar el partido: https://t.co/ouhEGSY2tS pic.twitter.com/xoplQkk2Ey
— TyC Sports (@TyCSports) October 14, 2020