შექსპირი “ლესტერის” სრულუფლებიანი თავკაცი გახდა
“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი კრეიგ შექსპირი გუნდის სრულუფლებიანი თავკაცი გახდა. 53 წლის ინგლისელი სპეციალისტი “მელიებს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლების შემდეგ გუნდის თავკაცის მოვალეობას სწორედ შექსპირი ასრულებდა.
“ლესტერ სიტის” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია უკავია.