შერვუდი: “დღეს მანჩესტერი ჩვენზე ძლიერი იყო”
“ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ შერვუდმა დღევანდელი მატჩი(1:3) შეფასა, რომელიც “ასტონ ვილასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაიმართა.
“ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს კარგად შევეწინააღმდეგეთ. მესამე ბურთის მიღებამდე კარგი თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ ვერ ვახერხებდით ბურთის ხანგრძლივად დაჭერას, რამაც ცუდად იმოქმედა გუნდზე”.
“ვეძებ გუნდის დამარცხების მიზეზებს, რათა შემდეგში გამოვასწორო. მარცხს არავის ვაბრალებ. დღეს მანჩესტერი ჩვენზე ძლიერი იყო,”-განაცხადა შერვუდმა.