შესაძლოა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ იყოს
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ იყოს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ სესია გამართა. სესიაზე მიიღეს ახალი დებულება, რომლის თანახმადაც სოკ-ს მეტი ძალაუფლება ექნება და შეეძლება კონკრეტული სპორტის სახეობები ოლიმპიური თამაშებიდან დამოუკიდებლად მოკვეთოს.
როგორც ირკვევა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დიდი ხანია უთანხმოება აქვს ძალოსნობისა და კრივის საერთაშორისო ფედერაციებთან და მათ მოუწოდებს, რომ დოპინგის საკითხის კონტროლი უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ.
სწორედ ახალი დებულების მიღების მიხედვით, დოპინგის მიღების გახშირებული რაოდენობის გამო, სოკ-ი აპირებს, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა აღარ დაუშვას. სპორტის ეს სახეობა ოლიმპიურ თამაშებზე 2028 წელს, ლოს ანჯელესში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.