შესაძლოა, პლატინიმ რიბერის დისკვალიფიკაცია მისცეს
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფრანკ რიბერი საფრანგეთის ნაკრებში თამაშს არ გააგრძელებს, ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო აგვისტოში განაცხადა, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.
“ყოველთვის მწვრთნელი წყვეტს, როდის უნდა ითამაშო ნაკრებში. იოაჰიმ ლიოვი და ფილიპ ლამი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ფეხბურთელი ნაკრებში აღარ ითამაშებდა.
რაც შეეხება რიბერის, ის სულ სხვა სიტუაციაშია. თუ დიდიე დეშამი მას გამოიძახებს, აუცილებლად უნდა ითამაშოს.
ეს საკითხი ფიფას კონპეტეციაში შედის. გამოძახების შემთხვევაში, თუ რიბერი ნაკრებში არ ჩამოვა, მაშინ ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. მისი არ მესმის. რიბერი ფრანგია, ხოლო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი საფრანგეთში უნდა ჩატარდეს”, – ამბობს პლატინი.