შესაძლოა რაფაელმა და ფაბიომ “მანჩესტერი” დატოვონ
მანჩესტერის ბრაზილიელი მცველები რაფაელი და ფაბიო სავარაუდოდ ინგლისურ კლუბს დატოვებენ. ამის შესახებ ფეხბურთელების აგენტმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ტყუპები მანჩესტერელებს 2008 წელს შეუერთდნენ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მხოლოდ რაფაელმა შესძლო.
ფაბიო გასული სეზონი იჯარის წესით “ქპრ”-ში და შემდეგ “კარდიფში” გაატარა. მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო რაფაელი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე 9-ჯერ გავიდა.
“კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ამ ეტაპზე ძმები ნამდვილად რჩებიან მანჩესტერში, თუმცა ზაფხულში ფეხბურთელებმა შესაძლოა დატოვონ “მანჩესტერი” – განაცხადა კასიანო პერეირამ.