შესაძლოა, ვერატიმ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

თარიღი: მაისი 11, 2021

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა და მისთვის მიმდინარე საკლუბო სეზონი დასრულებულია. 28 წლის ფეხბურთელის თამაში ევროპის ჩემპიონატზეც საეჭვოა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 4-6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ვერატის მდგომარეობის შესახებ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“ვერატი და თითოეული ჩვენგანი ძალზედ იმედგაცრუებულნი ვართ. სეზონის დარჩენილ ნაწილსა და ჩასატარებელ გადამწყვეტ მატჩებში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. მარკო მაქსიმალურად მოკლე დროში გამოჯანმრთელებაზე ფიქრობს. იმედია, ის დროულად მომჯობინდება და ევრო-2020-ზე ითამაშებს”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს BeIn Sports-ი.

მარკო ვერატიმ დიდ ტურნირზე უკანასკნელად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მან ევრო-2016 ტრავმის გამო გამოტოვა, 2018 წლის მუნდიალზე კი იტალიის ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია. ის ეროვნული გუნდის ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ვერატის “სკუადრა აძურას” რიგებში ჩატარებულ 40 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

ევრო-2020-ის გახსნითი შეხვედრა 11 ივნისს, რომის “სტადიო ოლიმპიკოზე” შედგება, სადაც იტალიის ეროვნული გუნდი თურქეთის ნაკრებს მიიღებს. მათ გარდა A ჯგუფში შვეიცარიისა და უელსის ნაკრებები ითამაშებენ.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მესი: “არგენტინის ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, კოპა ამერიკაზე გასამართი პირველი მატჩის წინ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერიქსენი: “მე არ დავნებდები!”

იტალიურმა გაზეთმა Gazzetta dello Sport-მა კრისტიან ერიქსენის კომენტარი გაავრცელა. დანიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემანუელ პეტიმ კილიან მბაპე საჯაროდ გააკრიტიკა

“არსენალისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ, “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ კილიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყველამ იცის, რა მოხდა” – მბაპე ჟირუსთან ინციდენტზე

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ოლივიე ჟირუსთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 8 ივნისს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘თემურ ქეცბაია!’ – გაბრაზებული მარკო არნაუტოვიჩი გატანილი გოლის შემდეგ (

13 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 დაამარცხა. ავსტრიელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო მარკო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო ერიქსენის ეპიზოდზე: “გუშინ ღმერთიც ფეხბურთს უყურებდა”

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას ერიქსენი მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

37 წლის გორან პანდევის გოლი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლგენდარულმა შემტევმა, გორან პანდევმა, ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მგონი, თქვენ ჩემზე ცუდად ხართ” – კრისტიან ერიქსენი თანაგუნდელებს

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა დანიურ პრესასთან კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა. დანიელთა თავკაცის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ერიქსენმა ვეღარ ითამაშოს

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ ჰიულმანდი: “ფეხბურთელები უკვე ძალაგამოცილები იყვნენ”

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა ფინეთთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. 49 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ბუფონი “პარმაში” დაბრუნდეს

შესაძლოა, ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ 43 წლის კიპერს ტურინის “იუვენტუსთან” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის მატჩი დღეს ჩამთავრდება

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის შეჩერებული მატჩი დღეს ჩამთავრდება. ორივე გუნდის […]...
წაკითხვა