შესარჩევი ტურნირები რუსთავის ტურით დასრულდა
რუსთავის ტურით დასრულდა საქართველოს ჩემპიონტის შესარჩევი ტურნირები, რომელმაც ქვეყნის ყველა რეგიონი, მთლიანობაში – 11 ქალაქი მოიცვა. ჩემპიონატის დაიწყო თბილისში, 22 ივნისს, სადაც 6 გუნდის გამოვლინდა, რომლებმაც ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.
დედაქალაქის შემდეგ ყველა მომდევნო ქალაქის ტურმა თითო საუკეთესო გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში თბილისის გუნდებიც მონაწილეობდნენ და ხანდახან იმარჯვებდნენ კიდეც, ფინალური ეტაპის საგზური შესარჩევი ტურის მასპინძელი რეგიონის გუნდს ხვდებოდა – ცხადია მას, ვინც საუკეთესო შედეგს აჩვენებდა.
თბილისის შემდეგ შესარჩევი ტურნირები გაიმართა მცხეთაში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბორჯომში, გორსა და რუსთავში. მთლიანობაში გამოვლინდა 16 გუნდი, რომლებიც 13 ივლისს, „თბილისი მოლში“, ფინალურ ტურნირში საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ.
ფინალის ბოლო საგზური რუსთავულმა გუნდმა „დრიმ თიმმა“ (გიორგი დვალი, ლევან ურიდია, ერეკლე ლორთქიფანიძე, შოთა ნარჩომაშვილი) მოიპოვა. ეს გუნდი გავიდა რუსთავის შესარჩევი ტურნირის ფინალში, სადაც დაძაბულ ბრძოლაში –9:10 დამარცხდა თბილისურ „საკაკტუსესთან“(მიხეილ ამაშუკელი, გიორგი ბოხუა, ნიკა ბაქრაძე, დავით გასიტშვილი).
მთლიანობაში რუსთავულ ტურში 10 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ თავმოყრილნი. ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება ზემოთნახსენებ ფინალისტებთან ერთად თბილისურმა AND1–მა და რუსთავულმა „ილომ“ მოახერხა. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში ბრძოლაში, ბოლო წამებზე დამარცხდა „დრიმ თუმთან“, ხოლო „საკაკტუსემ“ შედარებით იოლად სძლია AND-ს.
მეორე ადგილზე გასულ „დრიმ თიმს“ მედლები და სიგელები რუსთავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარიკა ფიროსმანაშვილმა გადასცა. გამარჯვებული ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ილია კეჭაყმაძემ დააჯილდოვა.
http://superleague.ge/