შეთქმულების ტური პრიმერადივიზიონში

თარიღი: მაისი 5, 2014

თითქოს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ვიღაც შეთქმულებას აწყობს, რომ ჩემპიონატმა მაქსიმალური ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნოს. თითქოს გათამაშების ლიდერები წინასწარ ვიღაცას დაეწყევლოს, რომ 36-ე ტურში ვერცერთი მათგანი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ჯერ იყო და „ბარსელონა“ „ნოუ კამპზე“ დაუზავდა გავარდნის ზღვარზე მყოფ „ხეტაფეს“ — 2:2, შემდეგ „ატლეტიკომ“ დათმო შეხვედრა „ლევანტესთან“ — 0:2. მადრიდის „რეალი“ კი ძლივს გადაურჩა საშინაო მარცხს „ვალენსიასთან“. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

44-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ გახსნა. 59-ე წუთზე მას სერხიო რამოსმა უპასუხა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პასი შეირგო, თუმცა ექვს წუთში დანი პარეხომ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ანგარიში კვლავ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2. სხვათა შორის, ეს „რეალისთვის“ მიმდინარე ჩემპიონატში მე-100 გოლი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სეზონია, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატში არანაკლებ 100 გოლს იტანს.

ამ მოულოდნელი შედეგების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: „ატლეტიკოს“ აქტივში 88 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, მადევარ „ბარსელონას“ 3 ქულით ნაკლები აქვს. 83 ქულით მესამე ადგილზე „რეალია“, რომელსაც მის წინ მყოფ გუნდებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
36-ე ტური
„რეალი“ — „ვალენსია“ 2:2 (1:0)
გოლები: სერხიო რამოსი 59′, რონალდუ 90+2′ — მატიე 44′, პარეხო 65′.
გაფრთხილებები: დი მარია 51′ — კეიტა 70′, დიეგო ალვესი 80′, ფეგული 90+4′.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აგენტი: “ხვიჩას ტრანსფერით “სევილია” დაინტერესდა”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “რუბინის” თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო მისმა აგენტმა, თეი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიზარაზუ: “გრიზმანმა აღარ იცის, როგორ ითამაშოს ფეხბურთი”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, ბიშენტე ლიზარაზუ, თანამემამულე ანტუან გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევს. როგორც იცით, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მეტყვით, რატომ ვლაპარაკობ ახლა?” – თემურ ქეცბაია ჟურნალისტს

თემურ ქეცბაიას შოუ გრძელდება. “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი, კვიპროსის ჩემპიონატში გამართული მატჩების შემდეგ პრესკონფერენციებს უცნაურად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი პენალტი დაინიშნა “ჩიხურა” – “სამტრედიას” მატჩის 86-ე

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 14-ე ტურში “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “სამტრედიას” უმასპინძლა. შეხვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია და ოქრიაშვილი მატჩის დასრულების შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართველების “ანორთოსისმა” “აპოელი” 2-0 დაამარცხა. ერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა. მატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო ტრავმირებულია

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეშვიდე ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას კატალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი: “ვიდეორეფერი მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “რეალთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “იდეალური მატი ჩავატარეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის მე-7 ტურში “ბარსელონას” დაჯაბნის შემდეგ პრესკონფერენცია გამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი – პენალტი არ უნდა დანიშნულიყო! (ვიდეო)

ფეხბურთის გამოცდილი სპეციალისტი ანდუხარ ოლივერი, რომელიც აქამდე მსაჯის ამპლუაში გვევლინებოდა, თვლის, რომ “ელ კლასიკოში” პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანახაობრივი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

24 ოქტომბერი ის დღეა, რომელსაც მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ – “კამპ ნოუმ&...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეიან ლოვრენის უხეში მოქმედება კვარაცხელიას წინააღმდეგ – ხვიჩას პასუხი (ვიდეო)

24 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიოს ბრწყინვალე გოლი “მანჩესტერ სიტის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL ! Antonio scores vs Man City. (Great Goal) 1-0 pic.twitter.com/IbEMNOy354 — OnlyFootballClips […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპე კოუტინიოს კუნთური მასა “ბაიერნში” ყოფნის დროს 4 კილოგრამით გაიზარდა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ფილიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა 28 წლის […]...
წაკითხვა