“შეწყვიტეთ გონსალოზე საუბარი!”
ტურინის “იუვენტუსის” 32 წლის შემტევი გონსალო იგუაინი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვიეს მას შემდეგ, რაც კარანტინის პირობები არ დაიცვა და სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. ყოველივე ამას გონსალოს ძმა, ნიკოლა, გამოეხმაურა.
“დედაჩვენი, ისევე როგორც ბევრი სხვა მსოფლიოში, ებრძვის დაავადებას სახელად სიმსივნე. ჩემი ძმა სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ წავიდა, მანამ კი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო.
ამ ხალხს საერთოდ არ ადარდებს დედაჩემის ჯანმრთელობა, მხოლოდ მაგიური სიტყვის ხსენება სურთ – იგუაინის – ასე მუშაობს მათი სისტემა. არ მინდა კონკრეტული სახელები დავასახელო, ყველამ იცის, ვისაც ეხება. შეწყვიტეთ გონსალოზე საუბარი, დედაჩვენი სიმსივნეს ებრძვის!
როგორც ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, ის პრეზიდენტის მიერ დაწესებულ საკარანტინო მოთხოვნებს იცავს. იგუაინი არ გაქცეულა. უმჯობესი იქნება, თუ ამ ძალისხმევას უკეთესი საქმეებისთვის გამოიყენებთ,” – აცხადებს ნიკოლა იგუაინი.