დღეს, სანაკრებო პაუზის ფარგლებში დილამ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა, ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა 2 ის ბინადარ ,,შევარდენი 1906″-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-2 დამარცხდა.
შეხვედრის სამივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა, ანგარიში 51-ე წუთზე დილას ნახევარმცველმა, ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, 7 წუთში მის გოლს, შოთა ჯიქიამ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1
შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც სტუმართა თავდამსხმელმა, ზვად ქანთარიამ დილას კარში მეორე გოლი გაიტანა, 1-2
აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დილა ეროვნულ ლიგას 24- ნოემბერს დაუბრუნდება, ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე ,,სამტრედიას” მიიღებს.
Fcdila.ge